რუსებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა სამხედროებმა ხერსონის სოფელი ტოკარივკა დაბომბეს, შედეგად დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები.

ცნობილია, რომ დაშავებულ 47 წლის ქალს დაზიანებები თავის, მუცლის და ფეხის არეში აღენიშნება. მას სჭირდება თითის ამპუტაციაც. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ოკუპანტებმა, ღამით ხერსონის ოლქში ბელოზერის თემიც დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მისი მეუღლე კი დაშავდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები