,,გადაწყვეტილი გვაქვს, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი”- ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური

გადაწყვეტილი გვაქვს, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელს არ სურს, საავადმყოფოები ბრძოლის ველად აქციოს.

„ჯარისკაცები შევიდნენ ჯენინის საავადმყოფოში, სადაც ტერორისტული ჯგუფი სერიოზული თავდასხმის განხორციელებას და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას გეგმავდა. ჩვენ არ გვინდა, საავადმყოფოები გადავაქციოთ ბრძოლის ველად, სადაც მარჯვნივ არიან პაციენტები, მარცხნივ – ექიმები და ექთნები, შუაში კი – ტერორისტები. თუმცა ჩვენ უფრო მეტად გვაქვს გადაწყვეტილი, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი. ადგილი, რომელიც საშუალებას აძლევს ტერორისტებს, შეინახონ იარაღი“, – აღნიშნა ჰალევმა.

მსგავსი თემები