ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია ჩაატარა

ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია განახორციელა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი კარგად იმყოფება და პოსტ-ოპერაციულ პერიოდს გადის. ოპერაცია ადამიანის ტვინზე “ქირურგმა რობოტმა” ჩაატარა.

კომპანია Neuralink-ს მსგავსი ოპერაციების ჩატარების ნებართვა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2023 წელს მისცა.

„პირველმა შედეგებმა იმედის მომცემი ნეირონული აქტივობა აჩვენა”, – თქვა ილონ მასკმა.

Neuralink-ის მკვლევრები პაციენტის ტვინში არსებული ჩიპის აქტივობას დააკვირდებიან და შეაფასებენ მის უსაფრთხოებას. სტარტაპის მთავარი მიზანი ისეთი პაციენტების დახმარებაა, რომლებსაც სენსო-მოტორული დარღვევები და სხეულის პარალიზება აწუხებთ.

მსგავსი თემები