თავდასხმა ხარკოვზე – დაშავდა სამი ადამიანი

რუსეთმა ხარკოვში საჰაერო სამოქალაქო სამიზნეებზე მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად  სამი ადამიანი დაშავდა.

იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონში, სულ მცირე, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

 

მსგავსი თემები