,,ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ” – ნეთანიაჰუ

,,ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

,,ეს არ არის კიდევ ერთი რაუნდი, არ არის კიდევ ერთი ოპერაცია. სრული გამარჯვება – ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგულნი არიან, ხალხის სრული უმრავლესობა ამის ერთგულია. სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით.

ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ. აქედან არაფერი არ მოხდება, რა მოხდება? სრული გამარჯვება!”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კერძოდ, 29 იანვარს ისრაელის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც ის ყოველი მძევლისთვის ასობით პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს.

მსგავსი თემები