,,ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა” – ტუსკი

,,ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,ევროპაში, ომის დაწყების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა ბრძოლის ველზე, ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ასე აშკარად ანტიუკრაინულია”, – განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ევროპელი ლიდერების მტკიცე გადაწყვეტილებაა.

,,ჯერ არ მინახავს ისეთი მკაფიო პოზიცია და გადაწყვეტილება, როგორც ამ მომენტში ომის დროს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებაა. ეჭვგარეშეა, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე თუ ისე ჩვენ ვიპოვით რაიმე გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად – ორბანით თუ მის გარეშე. მაგრამ უკეთესი იქნებოდა და ამ სიტუაციაში ყველანი თავს უკეთ ვიგრძნობდით, თუ ამ საკითხში ევროპის ერთიანობა შენარჩუნებული იქნებოდა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა ტუსკმა.

მსგავსი თემები