ირანის პრეზიდენტის მდგომარეობა უნობია – მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის ადგილას გაიგზავნა სამედიცინო პერსონალი, მათ შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ქირურგები, ასევე სპეცტრანსპორტი და აღჭურვილობა. პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა.

ცოტა ხნის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა.

მსგავსი თემები