„უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის პოტენციალს გაზრდის” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის:

„როგორც NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში. დღეს შევხვდი ანდერს ფოგ რასმუსენს, NATO-ს გენერალურ მდივანს 2009 წლიდან 2014 წლამდე. მადლობა გადავუხადე კიევის უსაფრთხოების შეთანხმების შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც ემსახურებოდა G7 ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველს და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს. ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე” – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები