პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სახლებს ძარცვავდნენ. მათ ბრალი  48-მდე ძარცვისთვის აქვთ წაყენებული, ზარალი კი მილიონ ზლოტზე მეტია.

“დიდი სამუშაო ჩაატარეს პოზნანის პოლიციის შტაბის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ექსპერტებმა, რომლებმაც საგულდაგულოდ გამოიკვლიეს ძარცვის ადგილზე დაცული სხვადასხვა სახის კვალი. ამ ყველაფერმა საშუალება მისცა ეჭვმიტანილებს სულ 48 ბრალდება წაეყენებინათ. ისინი ძირითადად ეხება ძარცვას, ასევე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას კანონით მოთხოვნილი ნებართვის გარეშე, ასევე ყალბი უკრაინული დოკუმენტების გამოყენებას პასპორტებისა და მართვის მოწმობების სახით” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

44 , 29 და  28 წლის საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი თემები