ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს.

მისი თქმით, კვირას 17:00 საათიდან სამშაბათს დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს.

„ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შემიძლია“, – აცხადებს სუნაკი.

ამასთან, სუნაკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად მექსიკური კოკა-კოლა მოსწონს, რადგან ის ლერწმის შაქრით მზადდება.

 

მსგავსი თემები