„უნგრეთი თანახმაა უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას დათანხმდეს” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა გაიმეორა ბუდაპეშტის პოზიცია, რომ ის ღიაა უკრაინის დახმარების საკითხზე, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს. მისი თქმით, დაფინანსება უკრაინას გადაეცემა იმ პირობით, „თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას”

„ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კომპრომისული შეთავაზება: კარგი, არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო [უკრაინას] მივცეთ, რაც ძალიან დიდი თანხაა. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წელი იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ.

უნგრეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდ ქვეყნის გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას. და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორიც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი. სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყანას ესმის ან ინტერპრეტირებს, როგორც ყოველწლიურად მათი შანტაჟის საშუალებას” – განაცხადა ორბანმა Le Point-თან ინტერვიუში.

მსგავსი თემები