ჯო ბაიდენის განცხადებით, მან გადაწყვიტა, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას

Bloomberg-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას.

მედიის ცნობით, ბაიდენი კვლავ ირანის პასუხიმგებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არ სურს დაპირისპირება რეგიონში ისედაც არსებული დაძაბულობის ფონზე.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 3 ამერიკელი ჯარისკაცი, 34 კი დაშავდა.

მსგავსი თემები