რუსეთმა პურის დარიგების დროს ჩერნიგოვის რაიონის სოფელი დაბომბა

რუსულმა ჯარებმა პურის განაწილების დროს  ჩერნიგოვის რაიონის სასაზღვრო სოფელი დაბომბეს. ამის შესახებ  რეგიონის ეროვნული პოლიციის მთავარი დირექტორატის საკომუნიკაციო სექტორში განაცხადეს.

ინფორმაციის თანახმად, შაბათს, 23 დეკემბერს, რუსეთის არმიამ შეუტია დრონიდან მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებმაც პური მიიტანეს ნოვგოროდ-სევერსკის რაიონის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში.

„სოფლის ცენტრში მშვიდობიან მოსახლეობას პურს ურიგებდნენ და ამ დროს დამპყრობლებმა დრონიდან თავდასხმა განახორციელეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ პოლიციაში.

მსგავსი თემები