,,გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის – მადლობა ყველა ჩემს თანამშრომელს ამ წლის შედეგებისთვის”- კახა კალაძე

„ყველა წარმატებული პროექტის, წამოწყებული საქმის, ქალაქისთვის სასიკეთო  იდეების უკან დგანან ადამიანები – საზოგადოებისთვის ნაცნობი თუ უცნობი სახელები და გვარები, კონკრეტული ფუნქციებით, როლებითა და პასუხისმგებლობებით“, – თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, უმრავლესობა მათგანს საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ მათი შრომის შედეგი სახეზეა. „ამ ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი – მათი კეთილსინდისიერების, უდიდესი შრომის, ქალაქისადმი დიდი სიყვარულის შედეგია ყველა წარმატებული პროექტი, რეაბილიტირებული ქუჩა, განახლებული შენობა და მოწყობილი სკვერი. ამ შრომის შედეგი შესაძლოა, არ იყოს 100 პროცენტით დამაკმაყოფილებელი თქვენთვის, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ…

მეტი...

,,ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება, ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა”- პრემიერი

მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა  ხელისუფლებისა და  ხალხის,  ერთობლივი მუშაობის. „მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაზე, რომელიც არის ჩვენი საგარეო უწყების ძალიან კარგი ტრადიცია. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და რა…

მეტი...

საქართველოდან 19.4 მლნ აშშ დოლარის მანდარინია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან 29.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 19.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 17.1 ათასი ტონით (141%), ხოლო ღირებულება – 12.7 მლნ აშშ  დოლარით (191%) გაიზარდა.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, „ქართული ოცნება“, სიმართლეს არ შეესაბამება – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,  გავრცელებული ინფორმაცია, თიქთქოს  „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” უხდის, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, თუ ამის საჭიროება არსებობს და მათი სტრატეგიაც უცვლელი დარჩება, მზად ვართ გადავუხადოთ“,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

პარიზთან ახლოს, ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, პარიზთან ახლოს მდებარე ბინაში ხუთი ცხედარი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია. შემთხვევა ქალაქ მეოსში, დაახლოებით 40 კილომეტრში პარიზის ცენტრიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ილ-დე-ფრანსის რეგიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია 33 წლის მამას ეძებს, რომელიც “გაქცეულია”. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ისრაელ-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 62 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე,  დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.    

მეტი...

ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ76–კმ94 (ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,შენარჩუნდება ცივი და თოვლიანი ამინდი”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 26-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნდება ცივი და თოვლიანი ამინდი. 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში – თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. 28 დეკემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 28 დეკემბერს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში…

მეტი...

ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა F-16-ებს მივიღებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა წინასწარ შეთანხმებულ დამატებით სისტემებს, ისევე, როგორც F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს. ,,გუშინ, მხოლოდ ერთ საღამოს, ჩვენმა მეომრებმა თითქმის 30 Shahed-ის ტიპის დრონი, რამდენიმე რაკეტა და ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. კვირაში ხუთი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთი ძლიერი შედეგი უზრუნველყო. თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა მკაფიო არჩევანი უნდა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა ამ ომში მონაწილეობა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გაძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინასწარ შეთანხმებულ დამატებით სისტემებს, ისევე, როგორც F-16-ებს”, – აცხადებს ზელენსკი.

მეტი...

„ასე იცის ქართულმა ციხემ, შედიან გამხდრები ნაციონალები და გამოდიან გაპუნტულებულები”- თეა წულუკიანი

„ვერ ჩავეწერები… არა, ჩემო ძვირფასო, ნიკა როგორ არის, ნიკა…“, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს. „ასე იცის ქართულმა ციხემ, შედიან გამხდრები ნაციონალები და გამოდიან გაპუნტულებულები… მე სპონტანურად ვლაპრაკობ, ეს არის თქვენი პრობლემა..“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

უკრაინელებმა ყირიმში რუსული სადესანტო გემი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმციით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსული სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. მათივე ცნობით,  რუსულ სადესანტო გემს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა. “გუშინ ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა დიდი სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ “მოსკვას” შემდეგ, დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” მიუყვება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

გერმანიაში  მთვრალი სანტა კლაუსი დააკავეს

გერმანიაში  მთვრალი სანტა კლაუსი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, სანტა კლაუსმა მართვის კონტროლი დაკარგა, სახლის ფასადსა და გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. “სახლის ფასადი სერიოზულად დაზიანდა, სანტა კლაუსის საშობაო საჩუქრები არ დაზიანებულა”,- აცხადებენ პოლიციაში. სანტა კლაუსს მართვის მოწმობა ჩამოართვეს. გამოძიება  ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე დაიწყო.

მეტი...

წლინახევრის ბავშვს ლობიო გადასცდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა ვანის მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ შუა გორაში წლინახევრის ბავშვს ლობიო გადასცდა და დაიღუპა. ბავშვი  ქუთაისში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მას ასფიქსია განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...