,,ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას”- იან ლიპავსკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას.

,,ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას, ამისთვის უკრაინის დახმარება უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას, რომელიც ასევე კბილებს ილესავს ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. უკრაინის დახმარება – სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური – ევროპის უსაფრთხოებას სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა ლიპავსკიმ.

მსგავსი თემები