,,არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციისგან დაძაბულობის შექმნა, სიცრუის ტირაჟირება გაათმაგებული იქნება”- ირაკლი ზარქუა

არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციის მხრიდან დაძაბულობის შექმნა გაათმაგებული იქნება, მათ შორის იქნება სიცრუის ტირაჟირება, დაბრალება, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, მზად ვართ, რომ ამ ხელმოცარულებს სიმართლე, საქმის კეთება და შედეგი დავუპირისპიროთ, როგორც ეს სტატუსის შემთხვევაში მოხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ჩუმად არიან და ჩირგვებში არიან შემძვრალი.

„ახლა ჩუმად არიან და ჩირგვებში არიან შემძვრალი. რომელიმე გამოვიდა და თქვა, რომ შეცდომაში ვიყავით შესული და გულითადად ვულოცავთო? – ეს არ გაუკეთებიათ. პარლამენტში ჩვენ ევროკავშირის დროშებით მოვედით, თავად ისიც იკადრეს და თქვეს, ჩვენ არ დაგვიდესო. ჩვენი ოთახებიდან მოვიტანეთ. თავად რატომ არ გააკეთეს? – თავად შინაგანად არ არიან არც ევროპელები და არც ამ ქვეყნის მოკავშირეები. რა დაკვეთაც არის, იმას ასრულებენ. როგორ დავიჯერო, რომ სტატუსის მონიჭება სამადაშვილს გაუხარდა, რომელიც ბრიუსელში დადიოდა და ამბობდა, ქვეყანას სტატუსი არ მიანიჭოთო? ოპოზიციაში სწორედ ასეთი ხალხი გვყავს“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები