,,ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, თუ შნო აქვთ, არ სჯობს, სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ?”- ზარქუა ოპოზიციაზე

ოპოზიციის მოსაწონი ჩვენ და ქართველმა ხალხმა ვერაფერი გავაკეთეთ – ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, თუ შნო აქვთ, არ სჯობს, სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ? ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ”ხელმოცარულები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, როგორ შემოიტანონ ნეგატივი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ”.

„რა უცნაურია ჩვენი ოპოზიცია. მათი მოსაწონი ჩვენ და ქართველმა ხალხმა ვერაფერი გავაკეთეთ. გახსოვთ მათი შეგონებები, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გამორიცხული იყო, ფსევდორეფორმები ტარდებოდა. მაშინ პრეზიდენტთან შეხმატკბილებული იყვნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ქართველი ხალხის ნდობითა და ერთობლივი ძალისხმევით შედეგი მივიღეთ – საქართველო, როგორც არასდროს, ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ახლაც ზუსტად იგივე მოცემულობა გვაქვს, ჩვენ ვმუშაობთ, ევროპელ პარტნიორებთან სამუშაო გეგმას ვათანხმებთ, მათ შორის ცხრა რეკომენდაციის შესრულების ვადებს, ხოლო ხელმოცარულები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, როგორ შემოიტანონ ნეგატივი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, თუ შნო აქვთ, არ სჯობს, სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ? შემოვიდნენ და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ. იქ გვაჩვენონ და აზრი წარმოადგინონ. რევოლუციის იქით თუ მიდიან, სამუშაო პროცესში ჩაერთონ. როგორც მაშინ, ახლაც ვეპატიჟებით. რეგიონებში დადიან და ერთმა მოქალაქემ თქვა, მეოთხედ ვისმენ ამ ყველაფერსო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები