,,ჰეზბოლამ” ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბა – IDF

ჩრდილოეთ ისრაელში ჰეზბოლამ ღვთისმშობლის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

,,თავდასხმა არა მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1701-ე რეზოლუციის ცხადი დარღვევაა, არამედ ასევე არის აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა”, – აცხადებს IDF.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი პირი.

მსგავსი თემები