ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს

ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს. ამის შესახებ TOK TV-ის თავად მომღერალმა დაუდასტურა, თუმცა მიზეზი არ უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

მოგვიანებით ის 10 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე სწორედ იმ მოტივით გაათავისუფლეს, რომ “ხელოვანია და საახალწლოდ არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა აქვს დაგეგმილი”.

მსგავსი თემები