უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა – კანონპროექტის თანახმად გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე მცირდება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ. ამის შესახებ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა განაცხადა.

კანონპროექტი გულისხმობს უკრაინის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გარკვეული საკითხების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის თანახმად, შეიცვლება და შემცირდება საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის გაწვევის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე.

კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს.

მსგავსი თემები