თურქეთის პარლამენტის კომიტეტმა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაამტკიცა

უცხოური მედიის ცნობით, თურქეთის პარლამენტის კომიტეტმა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაამტკიცა.

შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმი საგარეო ურთიერთობათა კომისიის დღის წესრიგში პირველად 16 ნოემბერს დადგა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა. დღეს კომიტეტი მეორედ შეიკრიბა. მისი ხელმძღვანელმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ შვედეთმა გადადგა ნაბიჯები, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველად.

შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება. ამ მომენტისთვის უცნობია თუ როდის შედგება ასეთი კენჭისყრა.

მსგავსი თემები