,,ჩინეთი შეშფოთებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი კონტროლიდან გამოდის”- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,თითქმის ერთი წელია, უკრაინაში კრიზისი ფართოვდება. ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ კონფლიქტი მწვავდება და კონტროლიდანაც კი გამოდის“, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგიმ განაცხადა.

მან ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ბრალდების ჩინეთზე გადატანა.

„პეკინი ჩინურ სიბრძნეს შესთავაზებს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის და იმუშავებს საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგისა და კონსულტაციების ხელშეწყობისთვის, ყველა მხარის პრობლემის გადასაჭრელად და საერთო უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები