,,სუნთქავს დამოუკიდებლად, თვალები გაცილებით ჩაუცხრა, შეშუპება გაუნახევრდა”- როგორია ძაღლის მდგომარეობა

მიუსაფარი ძაღლი, რომელიც ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს დამოუკიდებლად სუნთქავს.

„ოპერაციის შემდგომ ენდოტრაქეული მილი აღარ დასჭირდა, სუნთქავს დამოუკიდებლად, თუმცა ჟანგბადი მაინც მიეწოდება. სიცხე 39 (ძაღლებში ნორმაა), თვალები გაცილებით ჩაუცხრა, შეშუპება გაუნახევრდა. რეაგირებს ხმაურზე, მგრძნობელობა აქვს კიდურებზე. უტარდება სრული მედიკამენტოზური მკურნალობა. ველოდებით სუნთქვის დასტაბილურებას. ასაკით ოთხ წლამდეა“,- წერენ სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 

მსგავსი თემები