ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია – ადმინისტრაცია

26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

26-28 დეკემბერს თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023 – საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” იმართება.

წლევანდელი კონფერენციის  მთავარი თემა ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები