ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

,,ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით 5:20 საათზე იყო აფეთქება საელჩოს სიახლოვეს”, – განუცხადა გამოცემას ისრაელის საელჩოს სპიკერმა, გაი ნირმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. ისრაელის ხელისუფლება ინდოელ კოლეგებთან აფეთქების მიზეზების გამოსაძიებლად თანამშრომლობს.

მსგავსი თემები