ზღვამ ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა

მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა „პიამ“ გემი დააზიანა, ზღვამ ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა  ჩრდილოეთ დანიის პლაჟებზე.

გემი  დანიის გადამზიდავ კომპანიას A.P. Moller-Maersk (Maersk) ეკუთვნოდა.

გემმაჩრდილოეთ ზღვაში  46 კონტეინერი დაკარგა სხვადასხვა საქონლით. გარდა ფეხსავმელებისა, სანაპიროზე სამედიცინო აღჭურვილობაც გამოირიყა.

გემი გერმანიის ქალაქ ბრემერჰავენიდან პოლონეთის გდანსკისკენ მიემართებოდა.

მსგავსი თემები