კულება დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას.

კულებამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რიგგარეშე სამიტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა უნგრეთის ვეტოს გამო, არამედ იმიტომ, რომ დარჩენილი 26 ევროპული ქვეყანა უნგრეთს აძლევს დროს, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ გაწევრიანებაზე.

„მათ არ სურთ, ჰქონდეთ სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებები მუდმივად მიიღება“, – ამბობს კულება.

მისი თქმით, უნგრეთს მოლაპარაკებისთვის ერთი თვე მიეცა, მაგრამ თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა.

მსგავსი თემები