,,ბათუმის საპატიმროში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს” – სახალხო დამცველის მოადგილე

ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის გამო გუშინ, 25 დეკემბერს დაწყებული შიმშილობა დღეს საღამოს შეწყვიტეს. ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა განაცხადა.

,,რამდენიმე წუთის წინ ჩვენი წარმომადგენელი გამოვიდა დაწესებულებიდან, სადაც მან 8 მოშიმშილედან 5 პატიმარი მოინახულა. ბოლო ინფორმაციით, შვიდმა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა და მგონი უკვე მერვემაც. სამმა პატიმარმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხედრაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, პროტესტის ძირითადი მიზეზი ამანათებთან და წერილებთან დაკავშირებული პრობლემა იყო”, – ამბობს ელენე ღუდუშაური.

მისივე ცნობით, ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში მოკვლევას და მონიტორინგს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ, იმის გამოსავლენად, შეიქმნება თუ არა ისევ ამანათებისა და წერილების პატიმრებისთვის გადაცემის პრობლემა.

მსგავსი თემები