ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოდან პაციენტების, ლტოლვილებისა და მედპერსონალის ევაკუაციისთვის ერთი საათი გამოყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციისთვის ერთი საათი გამოყო.

AFP-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები დაუკავშირდნენ საავადმყოფოს დირექტორს, მოჰამედ აბუ სალმიას და გასცეს ინსტრუქციები „პაციენტების, დაჭრილების, ლტოლვილებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაციასთან დაკავშირებით“.

ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორის ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელის მტკიცებით, საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრია განლაგებული.

„ცაჰალმა“ არაერთხელ მოუწოდა საავადმყოფოს პერსონალს ღაზის სექტორის სამხრეთში ევაკუაციისკენ, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების ნაწილი ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება.

მსგავსი თემები