საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციას გიორგი ზაქარაია უხელმძღვანელებს.
,,სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი ზაქარაია დაინიშნა. იგი ამ პოზიციას მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან იკავებს, დადგენილება უკვე გამოიცა.სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატის შერჩევის მიზნით, კონკურსი 2023 წლის 01 ნოემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში, აკადემიურმა საბჭომ გიორგი ზაქარაიას კანდიდატურა შეარჩია, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინა წარმომადგენლობით საბჭოს.
გიორგი ზაქარაიას კანდიდატურა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმომადგენლობითმა საბჭომ 2023 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით დაამტკიცა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ბატონ გიორგის წარმატებას”, – წერია განცხადებაში.