,,ალ-შიფას ჰოსპიტალში დღეს დამატებითი მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოვაჩინეთ” – ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელი აგრძელებს ალ-შიფას საავადმყოფოს მიწისქვეშ ტერორისტული ინფრასტრუქტურის ძებნას.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სამხედრო მოქმედებებს შიფას ჰოსპიტალში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოსაძებნად. დღეს აღმოვაჩინეთ დამატებითი მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა და ვაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებას მძევლებთან დაკავშირებით.

ღაზაში ბრძოლას ჰამასის დასამარცხებლად დრო დასჭირდება, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტების მოსაკლავად და ამ მხარეში მდებარე ჰამასის ყველა დარჩენილი მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურის დასანგრევად.

რაც შეეხება ჩრდილოეთ საზღვარს, ჩვენმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიბანში ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას სამხედრო ობიექტები დაბომბეს, მათ შორის იარაღის საწყობი და სამხედრო შენობა”, – ამბობს ჰაგარი.

მსგავსი თემები