ღაზის სექტორიდან აბუ-დაბიში სამკურნალოდ 15 ბავშვი გადაიყვანეს

ღაზის სექტორიდან გადაუდებელი საჭიროების მქონე 15 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავი აბუ-დაბიში დღეს დილით დაეშვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიეროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია. მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ.

მსგავსი თემები