ზაპოროჟიეს დაბომბვას უკრაინელი მაშველები ემსხვერპლნენ

ზაპოროჟიეში რუსებმა სამი სარაკეტო იერიში მიიტანეს კომიშუვას თემზე. დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი, არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, მტერმა სამოქალაქო დასახლებას დაარტყა.

„პირველი ორი გასროლის შედეგად დაშავდა ოთხი ადგილობრივი მცხოვრები, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს. ადგილზე მისულ პოლიციას და მაშველებს ტერორისტული ქვეყნის სამხედროებმა ესროლეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა და კიდევ სამი მათი კოლეგა დაშავდა”, – იუწყება ეროვნული პოლიცია.

მსგავსი თემები