გლდანში, მიტოვებულ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ცოტა ხნის წინ, ქერჩის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში გაჩნდა.

გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.

მსგავსი თემები