,,დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი თავადაც სასაცილოდ აღიქვამს ამ განცხადებას. პრაგმატულადაც რომ დაფიქრდეს, განა რად უღირს, ასეთი ტყუილების ლაპარაკი”. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, პრეზიდენტის ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„გასაგებია, რომ ეს ოპოზიციას სჭირდება და ოპოზიციასთან მისი აფილირების საქმეს, მაგრამ თავად ხომ კარგად ხვდება, ამ ყველაფრით საკუთარი თავის დისკრეტირებას ახდენს. მათ შორის, იმ ამომრჩევლის თვალში, რომელმა ამომრჩეველმაც მას ოდესღაც მხარი დაუჭირა“, – განაცხადა სარჯველაძემ.