ოზურგეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები