გენერალურ პროკურატურაში ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე ამერიკელ მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე, მაიამი-დეიდის საოლქო სასამართლოს ოჯახში ძალადობის საქმეთა დანაყოფის მოსამართლეებთან, კელი ქეროლთან და ელიზაბეტ ესპინოზასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი ხატია ყანდიაშვილი და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ანა ლეკიაშვილი ესწრებოდნენ.

პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიდგომები გააცნეს. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები