ნიდერლანდები უკრაინას 2 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

,,ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას. 2024 წლისთვის მთავრობამ 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, ეს თანხა ძირითადად სამხედრო მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი”, – ნათქვამია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოყოფილი თანხები მოხმარდება საბრძოლო მასალის მომარაგებას, აღჭურვილობისა და იარაღის მოვლა-პატრონობას, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის აღდგენასა და რეკონსტრუქციას.

მსგავსი თემები