დმანისში, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდა და სხდომაზე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

,,მას არ ჰქონდა იარაღი. შემთხვევის ადგილზე ცემის დროს, როდესაც წაიქცა, მიწაზე ხელში რაც მოხვდა, თავდაცვის მიზნით აიღო რაღაც საგანი, რითაც მიაყენა დაზიანება გარდაცვლილს,” – ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ დანაშაული ერთმა პირმა ჩაიდინა და მას თანამონაწილეები არ ჰყოლია. ასევე, საქმეში დევს 3 თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომლებიც გამშველებლები იყვნენ. როგორც პროკურორი ამბობს, მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა.

მსგავსი თემები