გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

,,18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული შაჰიდის” ტიპის ათამდე დრონი გაანადგურა,” – წერს სერგეი პოპკო Telegram-ზე.

მსხვერპლის ანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები