ფილიპინებზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები და დაკარგულებიც. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სავაჭრო მოლები.

მსგავსი თემები