ერდოღანი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მანამდე მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთანაც. 2020 წლის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ბერლინში პირველად ჩავიდა.

შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომსა და მიგრაციის საკითხს შეეხო. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია.

,,მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ – ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის,” – წერს შოლცი X-ზე.

​ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია “ჰამასის” წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.

მსგავსი თემები