2023 წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა

2023 წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს.

„განათლების საერთაშორისო კვირეულზე საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობასთან ერთად, გვსურს, გაგიზიაროთ ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდების მზარდი წარმატების შესახებ. წელს 25%-ით გაიზარდა აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა და 800-ს გადააჭარბა.

30 წელზე მეტია, სიამაყით ვუყურებთ, როგორ ახმარენ ეს ახალგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას“, – ვკითხულობთ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები