,,2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც და თქვენც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება”- ანა წითლიძე

,,2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც და თქვენც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება”, – ასე ეხმაურება  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ნიკა მელიას განცხადებას.

მისი თქმით, ”ქვეყანა დგას ბევრი გამოწვევის წინაშე და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება, კინკლაობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის.”

,,ვნახე მისი ეს „ფეისბუქ პოსტი“. მე არ მგონია, რომ ეს გარჩევები და მისი ეს პოზიციები არის ახლა მნიშვნელოვანი, როცა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ გავერკვიოთ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ქვეყანა დგას ბევრი გამოწვევის წინაშე და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება, კინკლაობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის. წინ გველის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და უმნიშვნელოვანესი 2024 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნებში თუ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, დამიჯერეთ, მეც, ნიკა მელიასაც, ლევან ხაბეიშვილსაც და ჟურნალისტებსაც ვინც ახლა აქ ხართ, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება ნამდვილად და უკან მოგვრჩება ნებისმიერ ასეთი უთანხმოება,” – განაცხადა წითლიძემ.

,,არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა”- მელია

მსგავსი თემები