,,რუსეთმა ისარგებლა ამ სიტუაციით”- ბორელი ისრაელის ომზე

,,უკრაინის ომსა და ისრაელის ომს განსხვავებული მიზეზები და შედეგები აქვს მთელს მსოფლიოში. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა ამ სიტუაციით,”- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

,,უკრაინის ომსა და ისრაელის ომს განსხვავებული მიზეზები და შედეგები აქვს მთელს მსოფლიოში. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა ამ სიტუაციით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა გამოვავლინოთ იგივე შეშფოთება ყველა მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ. ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვაფიქსირებთ ისრაელის მიმართ, რადგან თავდამსხმელები მხარს უჭერდნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავდასხმას ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს დაგმობილი და ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ პალესტინელების უდანაშაულობაც. ისინიც ჰამასის მსხვერპლნი არიან. ჩვენ ზუსტად იგივე შეშფოთება უნდა გამოვავლინოთ ყველა მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ,”- განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები