„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად გამარჯვებს”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად გამარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში.

,,არ არის საინტერესო, ერთ პროცენტიან პოლიტიკურ პარტიაზე გავაკეთო განმარტებები. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი იქნება იდეალურად. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად გამარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – იმხელა მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც,“ – აცხადებს კალაძე.

მსგავსი თემები