ვაზისუბანში, კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთ-ერთი მძიმედ, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. ის ხანდაზმული ქალბატონია.

როგორც მოსახლეობა ამბობს, აფეთქების დროს, გვერდით კორპუსებშიც ძლიერი ხმა იყო. აფეთქება, 9 სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, დაგროვებული ბუნებრივი აირისგან. დაზიანებულია ზედა რამდენიმე და ქვედა სართული.

 

მსგავსი თემები