ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით ღაზაში 320-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით ღაზაში 320-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

მათივე ცნობით, მათი სამიზნე ტერორისტული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები იყო, მათ შორის გვირაბები, სადაც ჰამასის ტერორისტები ცხოვრობენ. ამასთან, ოპერატიული მართვის ცენტრები, სადაც ჰამასის წევრები იმალებოდნენ.

,,ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისთვის მომზადებულ ძალებს, მათ შორის ათობით ნაღმმტყორცნსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ მოწყობილობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები