,,არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა”- მელია

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იქნება იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი. „ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი: არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა. სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე – მათი…

მეტი...

სამხედრო კამპანია ღაზაში შესაძლოა თვეები გაგრძელდეს – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხედრო კამპანიას ღაზაში “შეიძლება ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ ბოლოს ჰამასი აღარ იქნება”. ამის შესახებ მინისტრმა ისრაელის საჰაერო ძალების ოპერატიული მართვისა და კონტროლის ცენტრში ოპერატიული ბრიფინგის შემდეგ გააკეთა. ,,ეს უნდა იყოს ჩვენი ბოლო მანევრირების ოპერაცია ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგომში ჰამასი აღარ იქნება”, –  განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.  

მეტი...

წინასწარი შედეგების მიხედვით, არგენტინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არგენტინის ეროვნული საარჩევნო პალატის მიერ კვირას კენჭისყრის პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართება. უბნებზე 75 პროცენტზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებში მონაწილეობა 25 მილიონზე მეტმა არგენტინელმა მიიღო. ამ დროის მონაცემებით, დათვლილია ხმების 90 პროცენტი. ხმების 36 პროცენტი მმართველი პარტიის კანდიდატმა, სერხიო მასამ მიიღო. ხავიერ მილემ ხმების 30%, ხოლო მესამე ადგილი პატრისია ბულრიხმა დაიკავა.  

მეტი...

„ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებულია”- პალესტინის შსს

პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებულია”. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამინისტრომ გამოქვეყნებულ მასალებში, ჩანს აფეთქებული შენობები და სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალი, რომლებსაც ნანგრევებიდან დაღუპულების ცხედრები ამოჰყავთ.

მეტი...

ისრაელში კიდევ ერთ დაკარგულ ქართველ ებრაელს ეძებენ

ისრაელში კიდევ ერთ დაკარგულ ქართველ ებრაელს, შლომი კიკოზაშვილს ეძებენ. ის  მუსიკალური ფესტივალის დაცვის თანამშრომელი იყო. კიკოზაშვილი”ჰამასის” თავდასხმის დღეს ადგილზე მუშაობდა. როგორც დაკარგულის ოჯახს ისრაელის თავდაცვის სამინისტროდან შეატყობინეს,  კიკოზაშვილი გატაცებულია და ის ტყვეობაში იმყოფება.

მეტი...

,,საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ. მისივე თქმით,საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ახდენენ. ,,საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს”, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

ისრაელის ავიაციამ ლიბანში „ჰეზბოლას“ ორ უჯრედს დაარტყა

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ისრაელის ავიაციამ ლიბანში „ჰეზბოლას“ ორ უჯრედს დაარტყა.  მათივე ცნობით, ერთი უჯრედი ისრაელის სასაზღვრო ქალაქ მატატთან მდებარეობდა, ხოლო მეორე შებაას ფერმებში. მათივე ინფორმაციით, ორივე უჯრედი მანამდე განადგურდა, სანამ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვებას შეძლებდნენ ისრაელის მიმართულებით.  

მეტი...

ხარკოვში, სამოქალაქო ობიექტის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ხარკოვში, ახალი ფოსტის ტერმინალის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, დაზიანებები მიიღო საწარმოეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. რუსეთმა S-300 რაკეტებით ხარკოვი გვიან ღამით დაბომბა.

მეტი...

,,ვნახეთ თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე, შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო”- ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა შეიძლება, გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს. ამის შესახებ „ახლახან ჩვენ ვნახეთ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პერსპექტივა ჩვენს ჯარებზე და ჩვენს ხალხზე თავდასხმების ესკალაციისა მთელ რეგიონში და ამის გამო, ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები არიან კარგ მდგომარეობაში და ისინი დაცულები არიან“, –…

მეტი...

8 პუნქტი, რომელსაც ჩინეთის პრეზდენტი მსოფლო ქვყნებს სთავაზობს

პირველი –  მრავალგანზომილებიანი “სარტყელი და გზა“ კავშირის ქსელის აშენება; მეორე –  ღია მსოფლიო ეკონომიკის მხარდაჭერა;  მესამე –  პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელება; მეოთხე – მწვანე განვითარების ხელშეწყობა და ასე შემდეგ. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ის 8 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელსაც ინივიატივის –  „სარტყელი და გზა“ ფარგლებში, ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს სთავაზობს. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, კაცობრიობა არის საზოგადოება, რომელსაც აქვს საერთო მომავალი და ჩინეთი ყველფერს შეძლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მსოფლიო კარგად და გამართულად იმუშავებს. „როდესაც ჩინეთი კარგად იქცევა, მსოფლიო კიდევ უკეთესი გახდება. „ქამარი და გზის“ თანამშრომლობის მეშვეობით ჩინეთი კიდევ უფრო ფართოდ ხსნის…

მეტი...