,,ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ” – საბერძნეთის პრემიერი ისრაელში ჩავიდა

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ისრაელში ჩავიდა და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

,,მოვედი აქ არა მხოლოდ როგორც მოკავშირე, არამედ როგორც ნამდვილი მეგობარი. მართლაც საშინელება იყო, რაც მოხდა და ჩვენ პირველივე წუთიდან მხარი დავუჭირეთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიო განსხვავება “ჰამასსა” და პალესტინელ ხალხს შორის. გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მოხდება ზედმეტი ჰუმანიტარული საფასურის გარეშე. ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”, – თქვა მიცოტაკისმა.

შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ საბერძნეთის პრემიერმინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

,,კარგო მეგობარო, ძალიან სასიამოვნოა შენი აქ ნახვა. ყოველთვის ვამბობ, რომ ისრაელის მხარდაჭერისთვის საუკეთესო გზა არის ამ მხარდაჭერის გამოხატვა ისრაელში ვიზიტის დროს. ძალიან ვაფასებ თქვენს სოლიდარობას. ჩვენ, ყველანი, უნდა გავერთიანდეთ „ჰამასის“ წინააღმდეგ”, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები